01:39 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 15:05:51, 870 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციას დაიკავებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში. ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს და ჩვენს თანმოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მოთმინებისა და გვერდით დგომისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი წარმატებისთვის და ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ახალ გამარჯვებებს და უზრუნველვყოფთ ქვეყანაში პროგრესს“, - განაცახდა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics