01:39 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 15:51:59, 592 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი გმობს ამნისტიას და თან ელოდება მის მიღებას, რომ პარლამენტში შებობღდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი ერთი მხრივ გმობს ამნისტიას და თან ელოდება მის მიღებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად „შებობღდეს“ პარლამენტში.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ის აღნიშნულ პროცესში ბოლომდე მოსთხოვს „ქართულ ოცნებას“, რომ შეასრულოს პირობა.

„მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებიც ერთი მხრივ გმობენ ამნისტიას, ახლა არ ვამბობ არანაირად ნიკა მელიაზე, არამედ სხვა ადამიანებზე და მეორე მხრივ, ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რომ შებობღდნენ, რაც შეიძლება სწრაფად პარლამენტში. ეს არის პილატე პონტოელის მსგავსი ქმედბა, ხელები დაიბანეთ პროცესიდან, მაგრამ გინდათ რომ მიიღოთ შედეგი. მე ხელებს არ დავიბან პროცესიდან და ყველაფერს შევასრულებ, ზედმიწევნით მოვთხოვ „ქართულ ოცნებას“, რომ შეასრულოს თავისი პირობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics