|
2021-04-23 12:57:51, 591 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე ორშაბათს იმსჯელებს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ორშაბათს იმსჯელებს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ შეზღუდვები რადიკალური და კატეგორიული არ იქნება. „საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან, ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩენებელს. მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი შეზღუდვები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით ორშაბათს იმსჯელებს. ეკლესიის მხარდაჭერა ისევე როგორც შარშან, იქნება ძალიან აქტიური სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების მიმართ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ იქნება რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)