|
2021-04-22 22:52:15, 656 ნახვა
კომენტარი
შალვა ნათელაშვილი - ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში
„ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა გადაფარებულია ქრთამით. „ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში და ეს პიროვნებები, ვინც ამას აცხადებენ სამარცხვინო რამეს ევროპისათვის, ევროკავშირისათვის. ისე დაჩმორდა ევროკავშირი, რომ პუტინის ოლიგარქებს დელი პასკალსა და ალიშე რუსმანოვის ძმაკაცს, დამარბეველსა და ტირანს რომლის ოჯახის წევრებიც დამარბევლად გადაიქცა, იმას ხელს უწობს, რომ გირაო შეიტანოს პოლიტიკური პატიმრის ნაცვლად. ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა გადაფარებულია, რადგან ეს კაცი არიგებს ქრთამებს მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციების მეშვეობით. რით არის უკეთესი ლუკაშენკოზე, რომელსაც სანქციები დაუწესა ევროკავშირმა? რატომ აქვს სანქციები აბრამოვიჩს, დერი პასკალს? ჰაიდამაკს რატომ აქვს სანქციები ევროკავშირიდან? რა დააშავეს ივანიშვილზე მეტი? იმის მაგივრად რომ ევროკავშირი სანქციებით ემუქრებოდეს, აქეთ ეუბნება, რომ პოლიტიკური პატიმრის ნაცვლად, მე გადავიხდი გირაოსო, რომ შენ უკანალი სუფთა დაგრჩესო. ბატონი მაკრონი ძალიან შეცდა როდესაც მან მიანიჭა საპატიო ლეგიონერის წოდება ივანიშვილს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)