01:29 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 13:24:46, 493 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და თამარ კორძაიას სარჩელების განხილვა გადაიდო

საკონსტიტუციო სასამათლოში სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, თამარ კორძაიას და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა გადაიდო.

პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვა არაუადრეს ორი კვირისა უნდა გაიმართოს, კონკრეტულ თარიღს კი, საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტი დაადგენს.

განხილვის ორი კვირით გადადების შუამდგომლობა თამარ კორძაიას წარმომადგენელმა, საბა ცაგარეიშვილმა დააყენა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics