|
2021-04-20 20:48:17, 811 ნახვა
კომენტარი
სენატორი რიში - კომპრომისის მოძებნა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შეთანხმების გამძლეობის ნამდვილი ტესტი მისი განხორციელება იქნება
„კომპრომისის მოძებნა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შეთანხმების გამძლეობის ნამდვილი ტესტი მისი განხორციელება იქნება“, - ამის შესახებ აშშ-ს სენატორმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ჯეიმს რიშმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დროა საქართველომ პოლიტიკური დევნის გზიდან გადაუხვიოს. „ორშაბათის პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რამაც ქვეყანა თვეების განმავლობაში მოიცვა. მოხარული ვარ, რომ ვხედავ, შეთანხმება მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, რეზოლუციას ორი დაპატიმრებულ ოპოზიციონერზე და გარანტიას, რომ ოპოზიცია პარლამენტს შეუერთდება. ორივე მხარემ აჩვენა ლიდერობა და გამბედაობა თავიანთ ძალისხმევაში, რომ კომპრომისზე წავიდნენ თავიანთი ქვეყნისა და ყველა ქართველის სასარგებლოდ და ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიაზე დააბრუნოს. ამ მოლაპარაკებების პროცესში მადლიერი ვარ ევროკავშირის ლიდერობის და ელჩი დეგნანის მეთაურობით აშშ-ს საელჩოს დაუღალავი მუშაობის. კომპრომისის მოძებნა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შეთანხმების გამძლეობის ნამდვილი ტესტი მისი განხორციელება იქნება. აორივეს - „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას ეს შეთანხმება წერილობით და ასევე სულიერად, და რომ აღადგინოს პოლიტიკური ნდობა. როგორც მრავალჯერ მაქვს ნათქვამი, საქართველომ უნდა გადაუხვიოს პოლიტიკური დევნის გზიდან და ძლიერი, წარმატებული საქართველოს მშენებლობისკენ წავიდეს. ეს ქვეყანას ამ მიმართულებით წაიყვანს, თუმცა აშშ, მათ შორის საქართველოს მეგობრები აშშ-ს კონგრესში, დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს“, - განაცხადა ჯეიმს რიშმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)