|
2021-04-20 16:38:41, 516 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ იხსნება
21 აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ იხსნება. გამოფენა ორნაწილიანია და ხელნაწერთა ცენტრის საცავებში დაცულ ყველაზე მნიშვნელოვან მასალას აერთიანებს. გამოფენის პირველი ნაწილი წამოაჩენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებს, როგორც ქართული წიგნის ისტორიის სათავეს. მათ შორისაა: პირველი წერილობითი ფრაგმენტები (V-VIII საუკუნეების პალიმფსესტები), პირველი თარგმანები, ლიტერატურული თხზულებები, მედიცინის, იურისპრუდენციის, ასტროლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფია-კარტოგრაფიისა თუ ენციკლოპედიური ხასიათის ნააზრევის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები. გამოფენის ამ ნაწილში, ასევე, წარმოდგენილი იქნება ზომითა და ფორმით გამორჩეული ხელნაწერი წიგნებიც. გამოფენის მეორე ნაწილი - „შეხვედრა კლასიკოსებთან - ავტოგრაფების სამყაროში“ წარმოგვიდგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცულ, კლასიკური ნაწარმოებების ავტოგრაფებს. მათ შორისაა: იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, მოსე ხონელის, თეიმურაზ I, არჩილის, თეიმურაზ II, სულხან-საბა ორბელიანის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველასა და გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებების ხელნაწერები. გამოფენის ფარგლებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო აქტივობები და ონლაინექსკურსიაც. გამოფენა ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. ჯგუფური ვიზიტებისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



