|
2021-04-20 14:52:43, 496 ნახვა
საზოგადოება
ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის მერიამ კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრის გადასახვევთან, ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაცია დაასრულა. შესრულებულ სამუშაოებს და მიმდებარედ არსებული ფერდის დამჭერი კედლის მოწყობის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი აბუთიძესთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. „კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. აქ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან ერთად და ვნახეთ, რა სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩვენ შარშან დავამთავრეთ ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია, ეს ხიდი კი ამორტიზებული იყო. იგი სრულად განახლდა, პრაქტიკულად, ახალი პროექტი განხორციელდა. სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ერთადერთი, რაზეც მიმდინარეობს სამუშაოები, ეს არის ქვედა ნაწილში, დამჭერი კედლის განახლება, რასაც ერთი თვე დაჭირდება", - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, 1700 კვ. მ ფართობის საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ასფალტობეტონის ახალი საფარი, თვალამრიდები, ტროტუარები, სადეფორმაციო ნაკერები მოეწყო და დაზიანებული ნაწილები აღდგა. პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 328 000 ლარი გამოიყო.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



