|
2021-04-14 23:02:48, 549 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი სვანეთის რეგიონის მოსახლეობას მესტიაში ემსახურება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მობილური ჯგუფი დაბა მესტიის პოლიციის შენობაში ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე აწვდის სააგენტოს სერვისებს. სვანეთის რეგიონის მოსახლეობას დაბა მესტიაში, 12 აპრილიდან 15 აპრილამდე შესაძლებლობა აქვთ მომსახურების სააგენტოს სხვა ტერიტორიულ სერვისცენტრამდე ვიზიტის გარეშე, ადგილზე დაარეგისტრირონ საკუთარი სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) და საჭიროების შემთხვევაშ შეცვალონ ძველი სახელმწიფო სანომრე ნიშნები. დაბა მესტიის გარდა, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებში გრძელდება ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილი ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების ახლით შეცვლის პროცესი. ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება (თუ რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები: მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ არ არის შეცვლილი) აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო ზემოაღნიშნული სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით და დაიცვან სოციალური დისტანცია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)