|
2021-04-13 23:24:18, 913 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - დღეს არ გვაქვს უფლება ავყვეთ ემოციებს, უნდა გავთვალოთ ყველა ნაბიჯი
„დღეს არ გვაქვს უფლება ავყვეთ ემოციებს, უნდა გავთვალოთ ყველა ნაბიჯი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას დიდი სიფრთხილე მართებს, რომ არ აყვეს ემოციებს. „ჩვენ ახლა გვმართებს უკიდურესად დიდი სიფრთხილე, სიბრძნე და მე ძალიან მეშინია ერთი რამის, რომ არ მოვიტეხოთ ცხვირი და თავი იქ, სადაც ყოველთვის ეს გვემართება, რაც არის აყოლა ემოციებზე. ჩვენ დღეს არ გვაქვს უფლება ავყვეთ ემოციებს. ჩვენ უნდა ვიყოთ რაციონალური. ჩვენ უნდა რაციონალურად გავთვალოთ ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადავდგავთ და მივაღწიოთ იმას რაც ჩვენ გვჭირდება, გადავარჩინოთ თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში და დავიცვათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა “, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)