|
2021-04-12 10:27:37, 605 ნახვა
საზოგადოება
შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია - გუმათში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
„შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია", - ამ სლოგანით დღეს სოფელ გუმათში საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქცია თავდაპირველად თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიგეგმა, თუმცა გუშინ, 11 აპრილს განვითარებული ოვლენები გამო, გუმათში გადაინაცვლა. „მივმართავთ ყველას, ვინც ადევნებს თვალს იმ მძიმე და უსამართლო სურათს, რაც ახლა რიონის ხეობაში ხდება!!! მთავრობამ გუშინ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად, რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა ხალხი სახელმწიფოს ღირსებას მათ მაგივრად იცავს. როგორც ჩანს ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს უსამართლო ნაბიჯი კი არ შეანელებს, არამედ გააძლიერებს წინაღმდეგობას!!! შსს იყენებს ბინძურ მეთოდებს და ცრუ მიზეზებს, თითქოს წყლის ადიდების საფრთხეა, მაშინ როცა ადგილობრივების თქმით უშუალოდ კარვების ადგილზე არ არსებობს ეს საფრთხე ახლა; უდგამს ალკოჰოლით სავსე ჭიქებს კარვების დაშლისას მაგიდებზე გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ დაზაფრულ ხალხს, რომელსაც კარვების ტერიტორიაზე აკრძალული აქვს შინაგანაწესით ალკოჰოლის შეტანა. მთავრობა ვერ გაიტანს ამ ბინძურ განზრახვას ხალხის წინააღმდეგ - ის ვერ შეაჩერებს ამ სამართლიან, სახალხო, ისტორიულ ბრძოლას! მოგიწოდებთ ყველას, ჩავიდეთ სოფელ გუმათში რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად და რიონის მცველებთან ერთად მოვითხოვოთ: შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია!!! ბრძოლას ვერ შეაჩერებთ!!!“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 აპრილს სამართალდამცველებმა სოფელ ნამახვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალეს, რის შემდეგაც აქტივისტებმა კარვები სოფელ გუმათში გადაიტანეს და გზა გადაკეტეს. გზა ამ დრომდე გადაკეტილია. ადგილზე სამართალდამცველთა დიდი მობილიზებაა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



