|
2021-04-10 13:18:49, 1141 ნახვა
სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე დააკავეს
სამართალდამველებმა „რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე დააკავეს. დაკავებულის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. არსებული ინფორმაციით, ლაშა ქუთათელაძე „ჰუმათჰესთან“ სამართალდამცველები მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა გადაადგილებას რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. როგორც ადვოკატი სალომე სალდაძე აცხადებს, ლაშა ქუთათელაძე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელსაც მისივე თქმით, ადგილი არ ჰქონია. „მე უკვე შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, ლაშა ქუთათელაძეს, მივიღე მისგან ინფორმაცია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარდგენილი პრეტენზია რაც აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს მასთან მიმართებაში, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად ეს პირი, ვინაიდან სამართალდარღვევას არ ჰქონია ადგილი. მას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას, რომელიც ითვალისწინებს პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია. ჩვენ სასამართლოში, რომელიც დღეს იქნება გვექნება იგივე პოზიცია და ამ პოზიციით დავიცავთ ლაშა ქუთათელაძის ინტერესებს“, - განაცხადა ადვოკატმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)