|
2021-04-09 10:57:31, 2064 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 430 თბილისში, 91 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 62 აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 430 თბილისში, 91 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 62 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების რიცხვი 357-ს შეადგენს, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 68 ადამიანი იმყოფება. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 29, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873, საიდანაც: 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 044, აჭარაში - 329, იმერეთში - 313. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 179, აჭარაში - 36, იმერეთში -66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში - 46, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 285 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 113 - აჭარაში. 4 459 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 233 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 96, ხოლო აჭარაში - 36. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 140 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 879 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 437 პირი, აჭარაში - 1 925, იმერეთში - 957“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)