07:54 - 22 Sep, 2026
|
2021-04-07 15:10:53, 835 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - მოვუწოდებ ზონალურ საბჭოს გაითვალისწინონ ის სულისკვეთება, რაც იყო ბათუმის ბულვარის მორატორიუმთან მიმართებაში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს მიმართა, რომ გაიზიარონ სულისკვეთება ბათუმის ბულვარის მორატორიუმთან მიმართებაში და გააძლიერონ რეაბილიტაციისა და რესტავრაციის ხაზი. “მინდა მოვუწოდო აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს, რომ გაითვალისწინოს ის სულისკვეთება, რაც იყო ბულვარის მორატორიუმთან მიმართებაში და მინდა ვთხოვო, რომ მეტად გააძლიერონ როგორც რეაბილიტაციის, ისე რესტავრაციის ხაზი და პრაქტიკულად უნდა გამოირიცხოს, რომ ძველ ბათუმში ჩვენ გვქონდეს რაიმე ტიპის ქაოტური განაშენიანება. დარწმუნებული ვარ, ზონალური საბჭოს წევრებიც ამ ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)