13:23 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 11:57:00, 391 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად დამატებითი განცხადებების მიღებას იწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის ფარგლებში დამატებითი განცხადებების მიღებას იწყებს.

საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით  რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით განხორციელდება 2021 წლის 6 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ახალი განცხადებების მიღება შესაძლებელია ჯამში თერთმეტ ვაკანსიაზე.

გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს მიიღეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics