|
2021-04-03 12:44:41, 2143 ნახვა
ომი უკრაინაში
3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 9 735 პირია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, 3 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 9 735 პირია აცრილი NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 826-მა პირმა ჩაიტარა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით, კერძოდ, AstraZeneca-თი და Pfizer-ით აცრაა შესაძლებელი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აღნიშნული ვაქცინებით აცრა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლებს, ასევე 65-წელს ზემოთ მყოფ პირებსაც შეუძლიათ. ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 5 აპრილიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას 55-წელს ზემოთ მყოფი პირებიც შეძლებენ. საქართველოში დღეს კიდევ ერთი, ჩინური წარმოების „სინოფარმის“ 100 000 დოზა ჩამოვიდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, აღნიშნული ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მოქალაქეებს, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან შეეძლებათ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)