|
2021-04-03 09:15:22, 1624 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში დღეს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ 100 000 დოზა შემოვა
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ 100 000 დოზა დღეს შემოვა. როგორც გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოარგილემ, თამარ გაბუნიამ განახადა, სინოფარმი უნგრეთის მარეგულირებლის მიერაა აღიარებული. „ხვალ ჩამოვა „სინოფარმი“ 100 000 დოზა, რომელიც გახლავთ ჩინური ვაქცინა, აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის ტემპერატურული რეჟიმი არის ჩვეულებრივი, რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, იგივეა რაც „ასტრაზენეკასთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ ამ დროითვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით მიმდინარეობს აცრა, კერძოდ, ესენია AstraZeneca და Pfizer-ი. იმუნიზაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და 65 წელს ზემოთ მყოფი პირები არიან ჩართულნი. 5 აპრილიდან კი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას 55 წელს ზემოთ მყოფი პირებიც შეძლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)