|
2021-04-02 17:07:23, 654 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური აქტიურად განაგრძობს ონლაინ შეხვედრებს მეწარმე სუბიექტებთან
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, 2021 წელს, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების გაცნობის მიზნით, ონლაინ ფორმატში ,,ბუღალტერთა კლუბ ფორუმსა“ და ,,საქართველოს ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის საკანონმდებლო სიახლე, რომელიც დეკლარირების ვალდებულების აღსრულებას სავარაუდო დარიცხვის მექანიზმის გამოყენებით ითვალისწინებს. დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, პირის მიმართ სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვის განხორციელების მიზანია, დეკლარირების კულტურის ამაღლება და დროული დეკლარირების ხელშეწყობა, რომლის პრაქტიკაში დანერგვის საჭიროება გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის რეკომენდაციით. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დარიცხვის მექანიზმის ფარგლებში, დარიცხვის განხორციელებამდე, დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე იგზავნება გამაფრთხილებელი ხასიათის შეტყობინება. აქვე, განვმარტავთ, რომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან განხორციელებული კომუნიკაციის მიუხედავად დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სავადო თარიღიდან მე-6/7 სამუშაო დღეს, შესაბამის სამიზნე ჯგუფის მიმართ განხორციელდება სავარაუდო დარიცხვა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე გაეგზავნება სავარაუდო დარიცხვის შესახებ შეტყობინება. სამუშაო შეხვედრები დიალოგის ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



