|
2021-04-01 18:52:29, 1010 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლა საზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების სიმბოლოა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, საქართველოში ვლადიმერ პოზნერის შემოშვებას, მისთვის პრივილეგიების მინიჭებასა და საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას ეხმაურება. ბოკერიას თმით, როდესაც გაცხადებულად „კაგებეს“ ნომეკლატურის წევრს, პუტინთან დაახლოებულ პროპაგანდისტს, ჯერ დათანხმდები ქვეყანაში შემოშვებაზე, შემდეგ მიანიჭებ მას დამატებით პრივილეგიებს, ხოლო ამის მერე იწყებ კამპანიას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეს გააპროტესტა, ეს არის ამ მთავრობის დიაგნოზი. „საზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების, ჩვენი მოქალაქეების უპატივცემულობის, ყველაფერის ნაზავი და სიმბოლოა ის, თუ როგორი რეჟიმი გვყავს. როცა საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პროპაგანდისტს, საბჭოთა დროიდან, საბჭოთა კავშირის პროპაგანდის, „კაგებეს“ ნომენკლატურას მისივე აღიარებით საბჭოთა დროს, ეხლა პუტინთან დაახლოებული პროპაგანდისტული ფიგურის, უბრალოდ ხელოვანის კი არა, პროპაგანდისუტული ფიგურის არამარტო შემოშვებას დათანხმდები ქვეყანაში, არამედ მიანიჭებ ისეთ პრივილეგიებს, რომლებსაც არ ანიჭებ შენ მოქალაქეებს, შემდეგ უტიფრად კამპანიას იწყებ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეს გააპროტესტა და კმაყოფილებას იწვევ საოკუპაციო ქვეყნის ხელისუფლების, რომ ეს კარგი მთავრობაა, ხალხი არ ვარგა, თორემ ხალხი კარგია არისო, ეს არის დიაგნოზი ამ მთავრობის“, - განაცხადა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)