15:17 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 17:15:42, 729 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ამ ეტაპზე, ე.წ კომენდატის საათის გაუქმება არ განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ე.წ კომენდატის საათის გადაწევა არ განიხილება.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ არის სტაბილური და შეინიშნება გაუარესების ტენდენცია.

„კომენდატი საათის გადაწევას ამ ეტაპზე, რეკომენდაციას ყოველშემთხვევაში ჩვენი ცენტრი ვერ გაუწევს, რადგან ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არ არის სტაბილური და გაუარესების ტენდენციაა. კომენდატის საათის მობილობის შემცირება არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ინფექციის გავრცელების შენელების და შეზღუდვის, აქედან გამომდინარე, ალბათ, ამ ეტაპზე, როგორც მარტის შუა რიცხვებში გვქონდა ეპიდსიტუაცია თუ დავიჭერდით, იყო საუბარი, რომ განიხილებოდა კომენდატის საათის გადაწევა, მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს არ განიხილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics