|
2021-04-01 14:56:06, 1270 ნახვა
კომენტარი
ადგურ არძინბა - აფხაზეთი მზადაა, პოზნერს ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა აჩვენოს
ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი და ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი „ვიცე-პრემიერი“, ადგურ არძინბა, რუს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს აფხაზეთში იწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, აფხაზეთი მზადაა პოზნერისთვის „ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა“ აჩვენოს. „ის, რაც ხდებოდა საქართველოში ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის დროს, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად შორს წავიდა კავკასიის ეს რესპუბლიკა კულტურისგან, ჩვენთვის უცხო დასავლური ფასეულობებისკენ. სტუმართმოყვარეობა და თბილი მისასალმებელი ტრადიციაა, რომელიც კავკასიელის სისხლშია, რომელიც არასდროს შეწყვეტს აქტუალობას და ატარებს ღრმა კულტურულ ღირებულებას. კავკასიელი თავის სახლში სისხლის მტერსაც კი არ შეეხება და ამაში დიდი სიბრძნეა. ამასთან, ჩვენმა აღმოსავლელმა მეზობლებმა, თანდათანობით უარი თქვეს საკუთარ იდენტობაზე ათწლეულების განმავლობაში, კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი „მთელი თავისი დიდებულებით“, - განაცხადა არძინბამ. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შედეგად, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები, რომლებიც საქართველოში 3 აპრილამდე უნდა დარჩენილიყვნენ, დროზე ადრე, ჩარტერული რეისით, დღეს დილით გაფრინდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)