|
2021-04-01 11:28:00, 793 ნახვა
კომენტარი
ნინო წილოსანი - ის ადამიანები, ვინც პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან
ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი ჟურნალისტებთან, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილის პროტესტს. მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობის პროტესტი გულწრფელი არ იყო. „ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით. თავიანთი მმართველობის დროს არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის რუსეთზე გადაცემით და უამრავი სხვა ფაქტორია, რომლებიც მარწმუნებს იმაში, რომ უმრავლესობა მათგანის პროტესტი სრულებით არაგულწრფელი იყო. სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცი, რამდენად ჰქონდათ მათ საშვები, საერთოდ ჰქონდათ თუ არა, დროის რა მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ, ძალიან არასერიოზულია მხოლოდ ვიდეო კადრებით აკეთო განცხადებები. მე არ მაქვს ინფორმაცია, დროის რა მონაკვეთში იყვნენ ისინი გადაადგილების პროცესში. ოკუპანტი არის ოკუპანტი და მისი ნებისმიერი მაცხოვრებელი და წარმომადგენელი ბუნებრივია, რომ ასე უნდა ფიქრობდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ოკუპაციას და მის მსგავს განცხადებებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შედეგად, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები, რომლებიც საქართველოში 3 აპრილამდე უნდა დარჩენილიყვნენ, დროზე ადრე, ჩარტერული რეისით, დღეს დილით გაფრინდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)