23:55 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 10:25:42, 994 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - რადიკალური პოზიციები ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფოს მშენებლობას

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალური პოზიციები ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გახარია აღნიშნავს, ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და ყველამ უნდა იზრუნოს  წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე.

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და  უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.

ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ  წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე“, - წერს გახარია.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მხარეები ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics