|
2021-03-31 00:21:08, 764 ნახვა
კომენტარი
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა. როგორც დანიელსონმა ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება, რომელიც მან პარტიებს წარუდგინა არც ერთმა მხარემ არ მიიღო. „დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში , როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. მე ვიქნები ძალიან მკაფიო არსეობს გადაწყვეტილება ამ კრიზისი გადაწყვეტა. ეს არის გადაწყვეტილება რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში. რომელიც უზრუნველყოფბს ანგარიშვალდებულობას საქართველოს მომავალზე. გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა ამ დებატებს, საერთო სამართლებრივ რეფორმებსა და ადრეულ არჩევნებზე და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს, პოლიტიკურ გამბედაობას და პასუხისმგებლობას. მე წარმოვადგინე წინადადება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების წინაშე და ეს ახლა იქნება საჯარო დოკუმენტი. ეს არის გადაწყვეტილება რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს სხვა ყველა საკითხზე მაღლა. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)