|
2021-03-30 17:54:27, 887 ნახვა
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი - ფოთის საზღვაო სასწავლებელი აგრძელებს განვითარებას და შესაძლებლობების ზრდას საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ხელშესაწყობად
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალში - ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში ამწისა და ტექნიკის სიმულატორის ლაბორატორია გაიხსნა. თანამედროვე სიმულატორი სასწავლებელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთი" - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური"-მა გადასცა. „ამ ეტაპზე საქართველოში არ გვაქვს ამ სიმულატორის ანალოგი. სრულიად თანამედროვე სიმულატორი გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირებისათვის საკლასო სწავლების პირობებში. აღსანიშნია, რომ თანამედროვე ტექნიკის ექვსი ტიპიდან ორი ჯერ კიდევ არ გამოიყენება ქართულ პორტებში, თუმცა, მათი მართვის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება უახლოეს მომავალში ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ექსპლოატაციისათვის" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა. მისი განცხადებით, ქვეყნის საზღვაო დარგის მდგრადი განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში ერთის მხრივ, სახელმწიფო პირდაპირი გზით უჭერს მხარს საზღვაო სფეროს სხვადასხვა მიმართულების განვითარებას და მეორე მხრივ, ქმნის მათი განვითარების პირობებს ქვეყანაში საზღვაო დარგის პროფესიონალთა რიცხვის გაზრდისა და საგადასახადო შეღავათების სისტემის შექმნის გზით: „ინდუსტრია ვერ განვითარდება პროფესიონალების გარეშე და ამ ცენტრის ძირითადი ამოცანაც სწორედ ეს არის, ხელი შეუწყოს საზღვაო ბიზნესებს მოთხოვნადი სპეციალისტების, კვალიფიციური ადგილობრივი კადრების მომზადებით. მოხარული ვართ, რომ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან"- აღნიშნა იოსელიანმა. „მთავრობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ეფექტური თანამშრომლობით, სანავსადგურე ქალაქში შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების თანმხვედრი პროფესიული განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შედეგად, ადგილობრივი სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მომავალზე ორიენტირებულ მიდგომად გვესახება და თანმიმდევრულად ვმუშაობთ აღნიშნულის ხელშესაწყობად. ყოველივე ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სოციალური ფუნქციონირების გამოცოცხლების კუთხით“, - განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის" გენერალურმა დირექტორმა.
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)