|
2021-03-27 12:08:53, 452 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - შეთანხმება, რომელსაც სტრატეგიული მოკავშირეები ასე ელოდებიან, ყველა პუნქტზე პროგრესს მოითხოვს
შეთანხმებაში, რომელსაც ასე ელოდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, გვჭირდება პროგრესი ყველა პუნქტზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის კოორდინაციის გასაძლიერებლად, კარგი იქნება, მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლის ჩართულობა. „მიშელის გეგმაში დაფიქსირებული ყველა საკითხი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. შესაბამისად, ჩვენ არ გადაგვიხედია ჩვენი პოზიციებისთვის და მიგვაჩნია, რომ იმ შეთანხმებაში, რომელსაც ასე ელოდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, გვჭირდება პროგრესი ყველა პუნქტზე, რომელიც არის დაფიქსირებული მიშელის გეგმაში. რაც შეეხება დამატებით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლის ჩართვას პროცესში, არ ვიცი ეს გადაწყვეტილება მიღებული არის თუ არა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველანაირი მცდელობა რომ გაძლიერდეს, მათ შორის კოორდინაცია ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს, იქნება კარგი და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ფასილიტაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებები ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. პოლიტიკური მხარეები ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)