|
2021-03-26 11:11:50, 743 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
„თიბისისა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთშეთანხმებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითად თიბისის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრის სტატუსი მიენიჭა. მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიხედვით, თიბისი და ეროვნული ბიბლიოთეკა ახალგაზრდებში განათლების გავრცელებისა და შემეცნების პოპულარიზაციის საკითხებზე ითანამშრომლებენ და ამ მიმართულებით ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წვლილი შევიტანოთ ახალ თაობაში განათლების გავრცელების საქმეში. თიბისი არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია და სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, როდესაც მომავალ თაობებს მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. უკვე მეოთხე წელია ეროვნული ბიბლიოთეკა ელექტრონული წიგნების სახლ „საბასთან“ და თიბისისთან ერთად ლიტარატურულ კონკურსს „წიგნიერს“ ახორციელებს. კონკურსის მიზანი სკოლის მოსწავლეებს შორის წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. თიბისის და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობა ამ მიმართულებით წელსაც გაგრძელდება. ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თიბისის შორის მეგობრობა 2015 წელს დაიწყო, როცა თიბისის მხარდაჭერით ბიბლიოთეკაში ემიგრაციის დარბაზი გაიხსნა. ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის დღემდე უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილებით უფოტო მასალა საქართველოში თიბისის დახმარებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა. 2020 წლის აგვისტოში კი, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწის, ისტორიკოს გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)