|
2021-03-25 21:49:40, 1057 ნახვა
კომენტარი
პაატა სალია - მაია ასათიანის განცხადება დაუმსახურებელი და შეურაცხმყოფელი იყო
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეწამყვან მაია ასათიანი განცხადებას ეხმაურება. მისი განცხადებით, ასათიანი განცხადება ტელეკომპანიისა და თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელი და შეურაცხმყოფელი იყო. პაატა სალიას განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. „თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა - „პროფილის“ ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არც ერთი გადაცემის და მათ შორის „პროფილის“ შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არც ერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია. „პროფილის“ დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა - „შორენას ეფექტი“. მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას. „რუსთავი 2“ წარმატებას უსურვებს „პროფილის“ შემოქმედებით ჯგუფს. ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)