|
2021-03-25 12:27:42, 1078 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - ვფიქრობ, აპრილის შუა რიცხვებამდე ვაქცინაციისთვის საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ
ვფიქრობ, საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება აპრილის შუა რიცხვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საყოველთაო რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებს მეორე დღესვე ექნებათ შესაძლებლობა აიცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. მანვე დასძინა, რომ საყოველთაო რეგისტრაციის დაწყება მესამე-მეოთხე კვარტალშია გათვალისწინებული. „ჩვენ დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას, რომ გვქონდეს მსურველების ზუსტი ჩამონათვალი და ამის მიხედვით, იმის მოლოდინიც თუ რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინაციის პროცესში ჩართული. მესამე-მეოთხე კვარტალში დავიწყებთ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, მოსახლეობის 30% არის ის რაოდენობა, რომელიც მეტად აქტიური მიმღებია ვაქცინების, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც მოსახლეობის და ვერც სამედიცინო პერსიონალის მხრიდან 30%-იან აქტივობას. ვფიქრობთ, საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება აპრილის შუა რიცხვებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საყოველთაო რეგისტაციის სიაში მყოფ პირს მეორე დღესვე შეგვეძლება შევთავაზოთ ვაქინა, ეს არის გათვალისწინებული მესამე-მეოთხე კვარტალში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)