16:32 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 10:50:36, 600 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ - Global Finance „თიბისი“ საუკეთესო ბანკად აღიარა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance „თიბისი“ უკვე მეცხრედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში.

აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს თიბისის ლიდერობას საქართველოს ბაზარზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლის განმავლობაში კომპანიის საქმიანობა მომხმარებელზე და მათ საჭიროებებზე იყო მორგებული.

„ბანკები მსოფლიოს მასშტაბით მთავარ როლს ასრულებენ ეკონომიკის აღდგენის პროცესში. საუკეთესო ბანკების კატეგორიაში ის ლიდერი ფინანსური ინსტიტუტები დავაჯილდოვეთ, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენის პროცესში. მსოფლიო პანდემიის და უპრეცენდენტო ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით წლევანდელი შეფასებები კიდევ უფრო ღირებული და ნიშანდობლივია ჩვენს 28 წლიან ისტორიაში",  - ჯოზეფ დ. გიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.

Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურისთან ერთად, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინეს: აქტივების ზრდა, მომგებიანობის მაჩვენებელი, გეოგრაფიული დაფარვა, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესების განვითარება და მომხმარებლებისათვის ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება.

„მოხარული ვართ რომ თიბისიმ, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და საუკეთესო ბანკად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე მომხმარებელთან - გავუმარტივოთ მათ ცხოვრება და ასევე ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას - მომხმარებლებს მათზე მორგებული, საუკეთესო  სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. განსაკუთრებით ახლა, გლობალური პანდემიის პერიოდში,  აღნიშნული ჯილდოები იმის მტკიცებულებაცაა, რომ თიბისი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში  და ძლიერ გუნდთან ერთად მზად არის არსებულ გამოწვევებს გადაწყვეტები მოუძებნოს", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. გამოცემა უკვე 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics