07:43 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 18:18:05, 1959 ნახვა

ომი უკრაინაში
გარდაცვლილი ექთნის საქმის შესასწავლად, შესაძლოა AstraZeneca-მ პირადი წარმომადგენლები გამოგზავნოს

27 წლის გარდაცვლილი ექთნის საქმის შესასწავლად, შესაძლოა AstraZeneca-მ საქართველოში პირადი წარმომადგენლები გამოგზავნოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ფატალური შემთხვევის დროს, რეგულირების სააგენტო ინფორმაციას შვედეთში აგზავნის, წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრში, ასევე ინფორმაცია იგზავნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში.

„ამ ტიპის ფატალური გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი წესი, შვედეთში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როდესაც დამთავრდება სრული გამოკვლევა „ასტრაზენეკას“, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. არ არის გამორციხული, როდესაც მათი წარმომადგენლები ხშირად შემდგომ ჩამოდიან და ადგილზე სწავლობენ, რადგან აქ ისწავლება ყველა ნიუანსი, რადგან თავად კომპანიაც და ჯანმოც, დაინტერესებულაი, რომ ყველა დეტალი იყოს გარკვეული და ცნობილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics