|
2021-03-22 14:20:55, 502 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ბრალდებულ ნ.მ.-ს საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ნ.მ.-ს ოჯახის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას და განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს პატიმარს ოპერაცია ესაჭიროება, მაგრამ პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო ყურადღება არ ექცევა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე, ბრალდებული საჭიროების შესაბამისად უზრუნველყოფილია სათანადო სამედიცინო მომსახურებით. ამასთან, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში არაერთხელ არის გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც როგორც ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები, ასევე მაღალტექნილოგიური სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. მათ შორის ბოლოს იგი 2021 წლის 26 თებერვალს გაყვანილ იქნა „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში", სადაც ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, კარდიოქირურგის და პულმონოლოგის კონსულტაცია; დიაგნოზი: აორტის სხვა თანდაყოლილი ანომალიები; აორტის ნაკლოვანება (ზომიერი); გულის უკმარისობა. დასკვანა: ამ ეტაპზე, მწვავე კარდიოლოგიური ან პულმონოლოგიური პრობლემა არ ვლინდება, აორტული სარქვლის ზომიერი ნაკლოვანება ოპერაციული ჩარევის ჩვენებას არ წარმოადგენს, მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სტრეს ექოკარდიოგრაფიის ჩატარება, რისთვისაც ბრალდებულის გაყვანა სპეციალიზებულ სამოქალაქო კლინიკაში დაგეგმილია დღეს, 22 მარტს. ამდენად, მისი ოჯახის წევრების ბრალდებები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებული კლინიკის გადაწყვეტილებით ბრალდებულს ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, ხოლო თუ დამატებითი გამოკვლევების შედეგად ეს საჭიროება გამოიკვეთება, ცხადია, ბრალდებულს ეს მომსახურებაც გაეწევა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)