|
2021-03-22 12:21:53, 543 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 2020 წლის ანგარიში წარადგინა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ 2020 წლის ანგარიში ონლაინ რეჟიმში წარადგინა. ავთანდილ კასრაძემ წინა წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წლის გეგმებზე ისაუბრა. COVID-19 პანდემიის პირობებშისააგენტომ არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა და უზრუნველყო სწორედ ახალი გამოწვევების საპასუხოდ, სხვადასხვა ინიციატივებისა და ჰაკათონების მეშვეობით შექმნილიყო ისეთი პროდუქტები, როგორიც არის: MIZ-Mask - მრავალჯერადიგამოყენების, ვირუსულიინფექციებისგანდაცვისელექტრონიღაბი, რომელმაც წარმატებული ლაბორატორიული კვლევების შემდეგ მიიღო პატენტი საქართველოში. ამ ეტაპზე კიამერიკელი ,,ვენჩერ ინვესტორების“ დახმარებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან, პროდუქტი წარედგინაჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, კერძოდ ამერიკის თავდაცვის აპარატს. ასევე, სააგენტოს პროტოტიპირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 5000 ლარიანი საგრანტო პროგრამის მოცულობა გაიზარდა 15000 ლარამდე და 2020 წლის განმავლობაში საგრანტო პროგრამების ფარგლებში ჯამურად გამოვლინდა 77 სტარტაპი, კერძოდ:
საერთო ჯამში, დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებულმა სტარტაპებმა 35 მილიონი ლარის კერძო ინვესტიციების მოზიდვა შეძლეს, აქედან 28 მილიონი ლარი სწორედ პანდემიის წელს, 2020-შიმოიზიდეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 11.3 მილიონ ლარს შეადგენს. სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ აქსელერატორი 500 Startups- ი. 30-მა სტარტაპმა 2020-2021 წელს გაიარა აქსელერაცია, რომლებმაც პირველი სამი თვის განმავლობაში 4.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხეს. საბოლოო ჯამში შეირჩა4 ფინალისტი სტარტაპი, რომლებიც თავიანთ კომპანიებს, ინვესტორების წინაშე აშშ-ში, სილიკონ ველიზე 2021 წელს წარადგენენ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქართულმა სტარტაპმა Stack-მა, რომელმაც 25 წლისმანძილზეპირველადშეიტანაინოვაციაინტერნეტისადავებ-აპლიკაციებისგამოყენებისმეთოდში,850 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელშიც სილიკონის ველის 500 Startups-მა, ჰოლანდიურმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა Peak Capital-მა და "ენჯელ ინვესტორებმა" განახორციელეს ინვესტიცია. ასევე ტექ ქრანჩმა სანფრანცისკოში 500 Demo Day-ზე სთექი ყველაზე გამორჩეულ სტარტაპებს შორის დაასახელა. ასევე, აქტიურ ფაზაში შევიდა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სააგენტო ქართულ სამეცნიერო ტექნოლოგიების ლიცენზირებაზე აქტიურად მუშაობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიოში ცნობილ ინდუსტრიულ პარტნიორებთან, როგორიცაა: Airbus helicopters, Naval Group, Urgoდა სხვები. 2020 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დაიწყო 3000 აიტი პროფესიონალის გადამზადების საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კურსს საქართველოს 600-მდე მოქალაქე გადის. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის რეფორმა, რომლის მიხედვითაც აიტი კომპანიებს, რომლებიც უცხოეთში ყიდიან თავიანთ პროდუქტს, საშემოსავლო და მოგების გადასახადი5%-მდეშეუმცირდათ, ხოლო ქონების და დღგ-ს გადასახადი განულდა. სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში 2020 წლის ოქტომბრიდან საქართველოში შემოვიდა ორი მსხვილი ამერიკული აიტი კომპანია ეპამი და ექსადელი, რომელთაც საქართველოს 100-მდე მოქალაქე დაასაქმეს. 2020 წელს გაიხსნა სამი ახალი ტექნოლოგიური პარკი - ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. 2021 წელს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის22 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და მთლიანობაში სააგენტოს პროექტები გააერთიანებს 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)