21:57 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 12:25:27, 753 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - 15 მაისს სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და აქციაზე იმაზე მეტი ხალხი იქნება, ვიდრე კობახიძის თავზე თმა

15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ, აქციაზე იმაზე მეტი ხალხი იქნება, ვიდრე კობახიძის თავზე თმა, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან, ოპოზიციის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია გადადის წინააღმდეგობის რეჟიმზე, რომელიც იქნება დამღლელი, თუმცა აუცილებელი.

„ეს ორი თვე იქნება უკომპრომისო, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იქნება, სუს-ს შნირობა გამოეყრება და სოფელ-სოფელ ჩვენს კვალზე ივლის, რომ ადამიანები შეაშინოს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ შიში დაძლეულია და ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას, იმიტომ რომ ხალხი იქნება მეტი, ვიდრე მის თავზე არის თმა. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ აბსოლუტურად სხვა რეჟიმზე, რომელიც იქნება მომქანცველი, მაგრამ აუცილებელი. ეს არის მოძრაობა საქართველოსთვის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან საერთო სამოქმედო გეგმა წარადგინა, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა და საპროტესტო აქციების უწყვეტი ტალღა დააანონსა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics