23:07 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 12:20:51, 623 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა უმწვავესი კრიზისის დასრულებაზე

„ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა, ქვეყანაში საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაციის დასრულებაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან, ოპოზიციის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო დასრულდა უშედეგოდ.

„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ თბილისში გამართული მოლაპარაკებები დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო უშედეგოდ დასრულდა. „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა, რომ ქვეყანაში დასრულებულიყო საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი. ამ ნაბიჯებით, „ქართულმა ოცებამ“ უარი თქვა შანსზე, რომ ქვეყანას არ ჰყოლოდა ხელისუფლება, რომელიც არა არჩევნების მიტაცების გზით მოვიდა სათავეში, არამედ რომელიც იქნებოდა ლეგიტიმური და იმოქმედებდა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების ფარგლებში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე 10 ადამიანი დააკავა.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics