|
2021-03-20 11:32:53, 513 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 2020 წლის აღრიცხვის მიხედვით, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის რაოდენობა 690 ინდივიდს აღწევს, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებისა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების თავდაუზოგავი და აქტიური საქმიანობის შედეგია. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაციის აღრიცხვა 2 ეტაპს მოიცავს. მაის-ივნისში ჯიხვების შობადობა, ე.წ „ჯიხვების დოლი“ იწყება, როდესაც ახალდაბადებული ინდივიდების რიცხოვნების დადგენა ხდება. ნოემბრისა და დეკემბრის თვეები კი ჯიხვების გამრავლების პერიოდია, ისინი ჯგუფებად იკრიბებიან და საუკეთესო დროა მათი რაოდენობის დასათვლელად. აღრიცხვის ორივე ეტაპზე, რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გადიან წინასწარ შერჩეულ ადგილებში და აწარმოებენ აღრიცხვას ჯიხვების სქესისა და ასაკის მიხედვით. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ჯიხვის პოპულაციის აღრიცხვისთვის იყენებს „პირდაპირი აღრიცხვის მეთოდს“, რომელიც შემუშავებული და აპრობირებულია პ. ვაინბერგის (2012 წ.) მიერ აზერბაიჯანში. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ჯიხვისთვის მნიშვნელოვან საარსებო გარემოს წარმოადგენს, ამიტომ სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების მეშვეობით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის მიმართულებით. დაცულ ტერიტორიებზე უწყვეტად ხორციელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროექტები, რომელთა შედეგებიც აჩვენებს, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი უნიკალური სახეობების რაოდენობა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)