17:37 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 13:05:16, 1250 ნახვა

ეკონომიკა
განახლება „თიბისის“ მთავარი ეკონომისტისგან - განაკვეთის აწევა, რომელიც ეკონომიკის ზრდას არ შეამცირებს

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა - განაკვეთის აწევა, რომელიც ეკონომიკის ზრდას არ შეამცირებს.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 17 მარტის შეხვედრაზე, მზარდი ინფლაციური ზეწოლის გამო, საპროცენტო განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით ასწია. საერთაშორისო დონეზე უფრო გავრცელებული ლოგიკით, აღნიშნულს, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, სადაც რეფინანსირების განაკვეთის აწევა გათვალისწინებული არ იყო, ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება უნდა გამოეწვია. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალი ზრდის მოლოდინს უცვლელად ინარჩუნებს. მიზეზი ისაა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი და გარკვეულწილად ეკონომიკა, არა ერთ, არამედ სამ ვალუტაში ოპერირებს და ლარში გამკაცრება ევროსა და დოლარში შედარებით შერბილებას ნიშნავს. ამდენად, არ არის აუცილებელი, რომ სესხების ზრდა შემცირდეს. უფრო მეტიც, სტაბილური და/ან გამყარებადი ლარი ხელს შეუწყობს სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობების გაუმჯობესებას და შესაბამისად, სულ მცირე ახლო პერსპექტივაში, ეს უფრო ძლიერი ზრდის სტიმულიც იქნება.

ლარის გამყარების სცენარის შემთხვევაში, თიბისი კაპიტალი არ პროგნოზირებს, რომ ლარის გამყარება არამდგრადი იქნება, რადგან ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და ასევე, განსაკუთრებით სავალუტო სესხების აღდგენის შემთხვევაში, საგარეო შემოდინებების დანაკლისის დაფინანსება საკმარისზე მეტიც კი შეიძლება იყოს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზის მხრივ, „თიბისი“ კაპიტალი ინარჩუნებს საშუალო ვადიან პერსპექტივაში პოლიტიკის შერბილების პროგნოზს. აღნიშნული გამკაცრების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ შერბილების ციკლი უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე ეს „თიბისი“ კაპიტალის წინა საბაზო სცენარში იყო გათვალისწინებული.

„თიბისის“ მთავარი ეკონომისტის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - Tbccapital.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics