06:44 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 17:43:44, 1750 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური რეაქციაა, რომელიც ინექციიდან 15-30 წუთში ვლინდება.

„ბრიფინგის მიზანია, რომ შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია, გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან, ვაქცინებზე, ზოგადად არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს გახლავთ ანაფილაქსიური ვითარება, რომელიც ინექციიდან 15-20 წუთში ვითარდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics