04:04 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 16:31:38, 385 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  ეკატერინე ტიკარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. მინისტრმა პატრიარქს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით  და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება გააცნო. საუბარი შეეხო, COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს უსაფრთხეობას, რისკებსა და დადებით შედეგებს.

 „პატრიარქთან შეხვედრის მიზანი იყო მისი ინფორმირება, როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია და რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება  ჰქონდეს მას მოქალაქეებისთვის. საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ ნაბიჯს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად გადაიდგმება. ვისაუბრეთ დეტალურად ნიღბის ტარების მნიშვნელობაზე . ასევე აღვნიშნეთ, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომ საქართველომ და მსოფლიომ  დაძლიოს არსებული გამოწვევა.“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა  საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო  მხარს დაუჭერს ჯანდაცვის სამინისტროს  ნებისმიერ   გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული.

 „საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ ჯანდაცვის სამინისტროს ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისკენ. პატრიარქი მომხრეა, რომ ვაქცინა ნებაყოფლობითი იყოს.“-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ეყრდნობა, რომ ქვეყნებმა არ უნდა შეაჩერონ AstraZeneca-ს გამოყენება. ეკატერინე ტიკარაძემ მზაობა განაცხადა ნებისმიერი სახის შეხვედრებისთვის და აღნიშნა, რომ მათთვის საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა დიდი პატივია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics