18:31 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 15:36:51, 1003 ნახვა

მსოფლიო
კრემლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს ერთმნიშვნელოვნად არ სურს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება

ვიტყოდი, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის ძალიან ცუდი გამონათქვამებია, - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინტერვიუს.

როგორც დიმიტრი პესკოვი აღნიშნავს, ბაიდენს ცალსახად არ სურს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

„ჯო ბაიდენს ერთმნიშვნელოვნად არ სურს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების დალაგება. მომავალში ჩვენ სწორედ ამის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ეიბისი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დადებითად უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევდა თუ არა ვლადიმერ პუტინს მკვლელად.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics