04:04 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 15:33:41, 432 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კომუნიკაცია გრძელდება, მათ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კომუნიკაცია კვლავ გრძელდება.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში საპატრიარქოს მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„გუშინ მქონდა კომუნიკაცია მაღალი იერარქიის პირებთან. ვფიქრობთ, კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება. დარწმუნებული ვარ, როგორც შარშან, საგანგებო მდგომარეობის დროს და წინასააღდგომო პერიოდში საპატრიარქომ სერიოზული მხარდაჭერა გამოხატა სამედიცინო სექტორისა და მოსახლეობის მიმართ, ასევე იქნება.

წმინდა სინოდის განჩინებაში გახლავთ დაფიქსირებული მათი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათთან კომუნიკაცია გრძელდება და მათ მხარდაჭერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics