|
2021-03-13 12:38:49, 570 ნახვა
ეკონომიკა
2021 წელს სამელიორაციო მომსახურების ტარიფები არ შეიცვლება
მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამელიორაციო მომსახურების დღეისათვის არსებული ტარიფები იმოქმედებს. ტარიფები დადგენილია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, 2011 წლის 2 თებერვალს, რომლის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში ირიგაციის საფასური შეადგენს წელიწადში 75 ლარს ჰექტარზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში - 45 ლარს ჰექტარზე. დასავლეთ საქართველოში ჰექტარზე დრენაჟის საფასური 40 ლარია. საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პარალელურად, იზრდება სარწყავ წყალზე მოთხოვნა. შესაბამისად, აქტუალური ხდება წყლის რაციონალურად განაწილებისა და ეფექტიანად მოხმარების საკითხი. შპს „საქართველოს მელიორაცია“ ინტენსიურად ახორციელებს როგორც ძველი სამელიორაციო სისტემების აღდგენა/რეაბილიტაციის, ისე ახალი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. 2012-2020 წლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯა 400 მლნ ლარამდე თანხა; შედეგად, ქვეყანაში, დღეისათვის, 200 000 ჰექტრამდე მელიორირებული ფართობია. მათ შორის, 150 ათას ჰექტარამდეა წყალუზრუნველყოფილი ფართობი. დაახლოებით სამჯერ გაიზარდა როგორც წყალუზრუნველყოფილი, ასევე დაშრობილი მიწები. ბოლო წლებში განხორციელდა თითქმის ყველა ძირითადი სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, ასევე მაგისტრალური არხების აღდგენა/მოწესრიგება; მეტი ინტენსივობით გაგრძელდება სარწყავი შიდა ქსელების მოწყობა. მხოლოდ 2021 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით, 40 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. პარალელურად, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს საირიგაციო სისტემების მოწყობის სამუშაოები სამ ლოკაციაზე კახეთსა და შიდა ქართლში, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 90 მლნ ლარია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკთან, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან სხვადასხვა რეგიონში სამელიორაციო სისტემების სრული რეაბილიტაციის სამუშაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამჟამად, მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ორ ძირითად - სიონისა და ალგეთის საირიგაციო წყალსაცავზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა, 2019 წელს, მიიღო კანონი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“, რომელიც არეგულირებს ირიგაციის სფეროში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობას. კანონის თანახმად, უნდა შეიქმნას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები, შემუშავდეს სატარიფო მეთოდოლოგია და 4 წლის ვადაში, 2023 წლის 19 დეკემბრამდე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს საირიგაციო მომსახურების ტარიფების დადგენა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)