|
2021-03-13 10:52:54, 472 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს
სოლომონ პავლიაშვილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აგრარული მეცნიერებების მიმართულებით აკადემიკოსის სტატუსი მიანიჭა. სოლომონ პავლიაშვილმა უმაღლესი სამეცნიერო სტატუსი საქართველოში აგროეკოსისტემების მდგრადი მართვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. აღსანიშნავია სოლომონ პავლიაშვილის სამეცნიერო წვლილი გარემოს დაცვის, ნარჩენების ეფექტიანი გამოყენების, ცირკულარული მოდელების დანერგვის, ორგანული სოფლის მეურნეობის, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის, წარმოების აგროსატრანსპორტო მომსახურების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სწრაფად და უდანაკარგოდ გადაზიდვის და საქართველოს აგროსატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანობის ამაღლების მეცნიერული საკითხების დამუშავებაში, ცირკულარული მოდელების კვლევისა და დანერგვის საქმეში. სოლომონ პავლიაშვილი 1982 წლიდან ჩართულია სამეცნიერო საქმიანობაში. იგი გახლავთ საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მას, როგორც ახალგაზრდა დოქტორს, 1999 წელს, პრეზიდენტის პირველი ხარისხის სამეცნიერო სტიპენდია მიენიჭა; 2019 წელს, სოლომონ პავლიაშვილმა აკადემიკოს პაატა გუგუშვილის პრემია მიიღო. მინისტრის მოადგილე 12 მონოგრაფიისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია მაკროეკონომიკის, მეზო და მიკროეკონომიკის, აგრარული მეცნიერებების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, ეკოლოგიის, აგროეკოსისტემების მდგრადობის, საქართველოს მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო სამსახურის პარალელურად, აქტიურად მუშაობს სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



