18:39 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 17:24:46, 696 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ხეობის მოსახლეობის ყველა საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას

„მიღწეულია „ნამახვანი ჰესის" კომპანიასთან შეთანხმება, რომ შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, ენერგეტიკის განვითარების ფონდის სახით. მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ 5 მილიონი ლარის ოდენობის ფონდი იქნება, რომელიც, ჰესის მშენებლობის განმავლობაში, იმოქმედებს, მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს. ვთვლით, რომ ამ ფონდის შექმნა აუცილებელია და ეს თავიდანვე იყო გასაკეთებელი", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ქუთაისში, „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით გამართულ მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც დაგეგმილი იყო ჰესის ხელშეკრულებისა და მიწის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების სპეციალისტებთან ერთად დეტალური განხილვა, თუმცა, შეხვედრა ოპონენტების გადაწყვეტილებით ჩაიშალა.

 როგორც შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებში ეკონომიკის მინისტრმა განმარტა,  ფონდის  მართვაში, პირველ რიგში, ჩაერთვებიან თავად მოსახლეობის წარმომადგენლები და სათემო ორგანიზაციები

„ეს ფონდი დაფარავს არამარტო უშუალოდ რამდენიმე სოფელს, რომლებიც მოყოლილია პროქტის არეალში, არამედ წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ძირითად სოფლებს, რომლებიც ხეობაში მდებარეობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროექტმა ხეობაში მოიტანოს მეტი განვითარება და ინვესტორ კომპანიას მოვთხოვოთ უფრო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის აღება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics