03:14 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 13:41:29, 564 ნახვა

საზოგადოება
ესეების კონკურსი - ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი სკოლებისათვის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი სკოლებისათვის  „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" 2021 წელს განსხვავებული ფორმატით - ესეების კონკურსის სახით - ჩატარდება.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და „რა?სად?როდის?" ინტელექტუალური თამაშის ფორმატით ტარდებოდა. მსოფლიო პანდემიის გამო, წელს კონკურსი განსხვავებული სახით ჩატარდება.

პროექტის მოსამზადებელი ეტაპი 2021 წლის თებერვალში დაიწყო, ღონისძიების დასკვნითი ეტაპი კი 2021 წლის მაისში გაიმართება. პროექტის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის თემაზე ესეებს მოამზადებენ და საკონკურსო კომისიას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნიან. ფინალური ეტაპისთვის საკონკურსო კომისია 40 საუკეთესო ნაშრომის ავტორს გამოავლენს. ფინალისტებისთვის დასკვნითი კონკურსი zoom-ის ფორმატში გაიმართება, მათ ესე კონკრეტულ თემაზე ონლაინრეჟიმში უნდა დაწერონ. საბოლოოდ საკონკურსო კომისია 10 საუკეთესო ნაშრომს შეარჩევს.

პროექტის განხორციელებაში საქართველოს ეროვნულ არქივს მხარს უჭერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics