18:39 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 13:34:39, 487 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ვაჭრობა 4%-ით გაიზარდა

„გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენს ორ ქვეყანას გვაქვს ძალიან კარგი მომავალი იმისა, რომ გავზარდოთ არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ საინვესტიციო შესაძლებლობებიც. შარშან ჩვენი საგარეო ვაჭრობის შემცირების მიუხედავად, საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ვაჭრობა 4 პროცენტით გაიზარდა. მათ შორის, დადებითი დინამიკა დაფიქსირდა როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის შემთხვევაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ. უნგრეთის დელეგაცია, რომელსაც პიტერ სიიარტო ხელმძღვანელობს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა, რომ უნგრეთის ავიაკომპანია „ვიზეარი" საქართველოს ავიაბაზარზე არსებული უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში „ვიზეარის" გეგმები ცნობილია და ისინი რეგულარულ ფრენებს მალე აღადგენენ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და უნგრეთის ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics