|
2021-03-12 10:31:51, 413 ნახვა
საზოგადოება
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია შპს„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, დავით წითლიძესთან, კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მენეჯერთანერთად,ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის შიდა სამეურნეო ქსელის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. „გამართული სარწყავი ინფრასტრუქტურა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების შემდგომი ზრდა. სწორედ ამიტომ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვანი თანხები მიემართება საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის. ამავდროულად ვთანამშრომლობთ დონორ ორგანიზაციებთან დამატებითი თანხების მოსაზიდად. სწორედ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება საგარჯოს მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტი, რომლის შედეგადაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ექნება სრულად მოწესრიგებული სარწყავი ინფრასტრუქტურა, რისი საშუალებითაც ისინი შეძლებენ მოიყვანონ მაღალშემოსავლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და მიიღონ მეტი სარგებელი“,- აღნიშნა ოთარ შამუგიამ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 26 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც მარჯვენა მაგისტრალური არხის მეორე რიგის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაციას, დახურული, 128 კმ სიგრძის მილსადენის მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონტაჟს ითვალისწინებს.პროექტისგანხორციელების შედეგად ქალაქ საგარეჯოს, სოფელ ნინოწმინდის, გიორგიწმინდისა და წყაროსთავის 5000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. საირიგაციო სისტემის შიდა ქსელის მოწესრიგების სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დასრულდება.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



