|
2021-03-11 13:51:06, 483 ნახვა
საზოგადოება
საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს შეუერთდა
2021 წლის მარტში საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა. მხარეებმა შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. მიგრაციის ევროპულმა ქსელმა საკუთარი არსებობის ისტორიაში პირველად, თავის რიგებში მიიღო ევროპის ეკონომიკური სივრცის გარეთ მყოფი ქვეყნები – საქართველო და მოლდოვა. სამუშაო შეთანხმება წარმოადგენს მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის სფეროში ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. სამუშაო შეთანხმება აყალიბებს მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში ევროკომისიასა და საქართველოს შორის ადმინისტრაციული თანამშრომლობის პირობებს, რაც განსაზღვრავს აღნიშნულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებს. „მიგრაციის უკეთესი მართვისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება სხვა ქვეყნებთან. ეს ხაზგასმით არის აღნიშნული მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის ახალ პაქტშიც. მიგრაციის ევროპულ ქსელში საქართველოს მიღება საშუალებას მოგვცემს, ახალ პარტნიორებს გავუზიაროთ მიგრაციის მართვის საუკეთესო ევროპული გამოცდილება და, ამასთან, უკეთ გავიაზროთ მიგრაცია კავკასიური პერსპექტივიდან , – განაცხადა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მონიკ პარიამ. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მიგრაციის ევროპულ ქსელში ჩართვა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. „მიგრაციის მართვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული ნიშანსვეტია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ამიტომაც ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება მიგრაციისა და განვითარების პრინციპს, რომელიც გულისხმობს მიგრაციის თანამედროვე ტენდენციებისა და მათზე რეაგირების შესაძლო გზების კვლევას, ანალიზს და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას. და ეს სწორედ ის მიმართულებებია, რა მხრივაც მიგრაციის ევროპული ქსელი წარმატებულად მოღვაწეობს“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. ინფორმაციისთვის: მიგრაციის ევროპული ქსელი (The European Migration Network - EMN) საქმიანობს ევროპის მასშტაბით. მასში წარმოდგენილი არიან ეროვნული საკონტაქტო პირები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ნორვეგიიდან. ისინი ქსელს აწვდიან მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ქსელი შეიქმნა 2008 წელს ევროკომისიის მიერ (ევროპული საბჭოს დავალებით) და მის მიზნად განისაზღვრა, არსებული საჭიროების შესაბამისად, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის საკითხებზე სარწმუნო ინფორმაციის რეგულარული გაცვლა ევროპის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ მიგრაციის ევროპული ქსელის დაფუძნების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივას.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



