15:13 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 13:39:05, 535 ნახვა

სამართალი
ვახო სანაია მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შსს-ში დაიბარეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ვახო სანაია მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმის მასალების გასაცნობად შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

როგორც სანაიამ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ მუქარის შემცველ შეტყობინებებებთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადებას შეიტანს.

„აქ არ ირკვევა მხოლოდ ჩემი საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მედიისთვის, როიმ ეს პრეცედენტი შეიქმნას. ეს იყო ჟურნალისტური საქმიანობის გამო თავდასხმა. აქედან გამომდინარე, ყველა ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ეს საქმე. ეს არის ჩემი მკაფიო გზავნილი. ჩვენ მივაწვდით პროკურატურას ყველანაირ ინფორმაციას იმ შემოთვლებზე და მონაწერებზე სატელეფონო თუ სოციალური ქსელებით კომუნიკაციაზე, გაფრთხილებით, რჩევით თუ მუქარის სახით შეტყობინებებზე. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ჩავაყენებთ პროკურატურას“, - განაცხადა ვახო სანაიამ.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics