15:11 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 11:33:19, 711 ნახვა

სამართალი
ქუთაისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ქუთაისში, მასთან სტუმრად მყოფ მეგობარს - 1978 წელს დაბადებულ ი.გ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა, სადაც მიმდინარე წლის 10 მარტს გარდაიცვალა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics